საქართველოს ფიზიკის სტუდენტთა ასოციაცია დაარსდა 2019 წლის ზაფხულში. ჩვენი მიზნებია, საქართველოს მასშტაბით გააერთიანოს ფიზიკით, როგორც სამეცნიერო სფეროთი დაინტერესებული სტუდენტები და ხელი შეუწყოს მათ პროფესიულ განვითარებას; ასევე ხელი შეუწყოს ქვეყანაში ფიზიკის, როგორც სამეცნიერო სფეროს განვითარებას და პოპულარიზაციას.

ჩვენი ასოციაცია გახდა ფიზიკის სტუდენტთა საერთაშორისო ასოციაციის ეროვნული კომიტეტი 2019 წლის საერთო კრებაზე, გერმანიაში.

ასოციაციაში გაწევრიანება შეუძლია ნებისმიერ სტუდენტს, თუ ის:

  • არის სტუდენტის აქტიური სტატუსის მფლობელი;
  • არის საქართველოს მოქალაქე ან სწავლობს საქართველოს სახელმწიფო ან კერძო უნივერსიტეტში;
  • არის ფიზიკის საბაკალავრო, სამაგისტრო ან სადოქტორო პროგრამის სტუდენტი;

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ.