...
ICPS 2024

აგვისტო, 2024

ICPS არის ფიზიკის სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც არის ფიზიკის სტუდენტთა საერთაშორის ასოციაციის (IAPS) მთავარი ღონისძიება. ყოველ წელს, IAPS-ის ლოკალური ან ეროვნული კომიტეტი ატარებს კონფერენციას საკუთარ ქვეყანაში.

IAPS-ის 2022 წლის საერთო კრების გადაწყვეტილებით, 2024 წელს კონფერენციას ჩაატარებს საქართველოს ფიზიკის სტუდენტთა ასოციაცია (ჩვენ) და მისი მასპინძელი იქნება თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი.

...
ELEFTER 2023 for PLANCKS 2023

მაისი, 2023

"პლანკსი" არის ფიზიკის სტუდენტთა საერთაშორისო ასოციაციის მიერ ორგანიზებული გამოცდის ფორმატის შეჯიბრება ბაკალავრიატის და სამაგისტრო სტუდენტებისთვის. "პლანკსს" ყოველ წელს სხვადასხვა ქვეყანა მასპინძლობს.

2023 წელს პლანკსი ჩატარდა 12-16 მაისს მილანში.

ქართული გუნდის შესარჩევი შეჯიბრი "ელეფთერ 2023" ჩატარდა 25 მარტს.

...
სკოლის დღე 2022

ნოემბერი, 2022

სკოლის დღე არის IAPS-ის მთავარი სასკოლო აქტივობა, რომელიც 10 ნოემბრის ირგვლივ ტარდება. 2015 წლიდან მოყოლებული, ფიზიკის სტუდენტები ყოველწლიურად სტუმრობენ სკოლებს და ატარებენ დემონსტრაციებსა და ექსპერიმენტებს ერთსა და იმავე თემაზე. ეს არის IAPS-ის გზა, აღნიშნოს "მსოფლიო მეცნიერების დღე მშვიდობისა და განვითარებისთვის", რომელიც ასევე 10 ნოემბერსაა.

სკოლის დღისთვის 2022 წლის თემა იყო მდგრადი განვითარების ფიზიკა, რომელიც ეძღვნებოდა "ძირითადი მეცნიერებებისა და მდგრადი განვითარების საერთაშორისო წელს" (IYBSSD 2022).

ჩვენ დავუკავშირდით საქართველოს 8 სხვადასხვა სკოლას, რომ ჩაგვეტარებინა საჯარო ლექციები მწვანე ფიზიკაზე, მდგრად განვითარებაზე, მზის ენერგიაზე და ა.შ.

...
ELEFTER 2022 for PLANCKS 2022

მაისი, 2022

"პლანკსი" არის ფიზიკის სტუდენტთა საერთაშორისო ასოციაციის მიერ ორგანიზებული გამოცდის ფორმატის შეჯიბრება ბაკალავრიატის და სამაგისტრო სტუდენტებისთვის. "პლანკსს" ყოველ წელს სხვადასხვა ქვეყანა მასპინძლობს.

2024 წელს "პლანკსი" ჩატარდა 5-8 მაისს მიუნხენში.

საქართველოსთვის პირველი შესარჩევი "ელეფთერ 2022" ჩატარდა 27 თებერვალს.